ვიეტნამში, ქარიშხალმა 197-მდე მოქალაქე იმსხვერპლა
ქარიშხალ „იაგის“ მსხვერპლთა რიცხვმა ვიეტნამში 197-ს მიაღწია, 120 ადამიანზე მეტი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კვლავ ძლიერი სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში წყლის დონე შედარებით დაიკლებს.
ექსპერტების შეფასებით, ეს ჰანოიში ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.