უკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
შავ ზღვაში, ოპერაციის დროს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა რუსული “Су-30СМ” საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს,- ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო თვითმფრინავებთან კონტაქტი 2024 წლის 11 სექტემბერს, დილის 5 საათზე დაკარგეს, დაახლოებით სამი საათის შემდეგ რუსებმა დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია An-26 თვითმფრინავით, ასევე Mi-8 და Ka-27 ვერტმფრენებით.
თვითმფრინავი ეკუთვნოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს, რომელიც დაფუძნებულია ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის აეროდრომზე.
უკრაინული მხარის ცნობით, ასეთი თვითმფრინავის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარია.