“რაც უნდა რუსული ეძახონ პატრიოტულს, ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, რომ ყველაფერი ქართული არის ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოსთვის და ეძახონ ამათმა რუსული” – მდინარაძე
“რომ თქვან, ლაშა ტალახაძე ძალიან მაგარი კაცია, ძალიან მაგარი სპორტსმენისა, ძალიან მაგარი პატრიოტია და იგივე ვიღაც რუსმა რომ გაიმეოროს იტყვიან აი, რუსებიც იმავეს ამბობენო – დაახლოებით, ასეთი პრიმიტიული ლოგიკის ფარგლებში არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერში”, ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა.
“რეალურად, რაც არ უნდა რუსული ეძახონ პატრიოტულს, ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, რომ ყველაფერი ქართული არის ამ ქვეყნის, ჩვენი სამშობლოსთვის და ეძახონ ამათმა რუსული. ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან ნაცია, ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი.
არც კანონია რუსული, არც ჩვენი ქმედებებია რუსული. მოსახლეობას შეგვიძლია, ვუთხრათ, დააკვირდნენ – ვინ რას აკეთებს და მერე დააკვირდნენ, ვინ რას ლაპარაკობს. ვინ რას აკეთებს, რა მოგვცა მათმა მმართველობამ, რა მივიღეთ და რა ხდება ჩვენი მმართველობის დროს”, – განაცხადა მდინარაძემ.