“ისინი ლეგიტიმაციას და წყაროს ეძებენ არა ხალხში, რომელმაც უნდა აირჩიოს, არამედ უცხოეთში” – მაჭარაშვილი
“ისინი ლეგიტიმაციას და წყაროს ეძებენ არა ხალხში, რომელმაც უნდა აირჩიოს, არამედ უცხოეთში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მაჭარაშვილმა “ქართული ოცნების“ სიის ოცეულში შესული სპორტსმენების მიმართ ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ ბულინგზე ისაუბრა.
„ამ ხალხს შურთ მათი, იმ სპორტსმენების, რომლებიც წარმატებულები არიან და რომლებიც დაგვთანხმდნენ იმაზე, რომ ქვეყანაში მთავარია მშვიდობა, რომ არა მხოლოდ დღევანდელი წარმატებული სპორტსმენები იყვნენ, არამედ მათი შვილები იყვნენ ისე წარმატებულები და ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს ეს წარმატება არა მხოლოდ სპორტში, არამედ ძალიან ბევრი მიმართულებით“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.