“სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს” – რატი ბრეგაძე

“სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს და ნებისმიერ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული – 2030 წელს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ეს “ქართული ოცნების”  მიზანია.

„როდის შემდეგ გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ქართული პასპორტით შესაძლებელი ვიზის გარეშე გამგზავრებულიყო ევროპაში? – სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში; როდის მიენიჭა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? – რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სხვა უამრავი მიღწევა.

ჩვენ მოვიგეთ ყველა დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავით ჩვენი გმირი სამხედროების ინტერესები ბოლომდე, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში“, – აღნიშნა ბრეგაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები