ხორვატიის პრემიერ-მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ანდრეი პლენკოვიჩი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ასევე, მედიის ინფორმაციით, პლენკოვიჩი მოგვიანებით შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს, რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს.
დელეგაციასთან ერთად ხორვატიის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაში.
შეგახსენებთ, კიევში ასევე იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ევიკა სილინა.