ბარაკ ობამა: კამალა ჰარისი ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება
ჩვენ უშუალო თვითმხილველები გავხდით, ვის აქვს ხედვა და ძალა, ჩვენი გაყოფის ნაცვლად ეს ქვეყანა წინ წაიყვანოს, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებს.
„კამალა ჰარისი ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება“, – წერს ბარაკ ობამა X-ზე.
შეგახსენებთ, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა, რომელსაც ABC News-მა უმასპინძლა.