ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი კიევს ეწვევიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს კიევს ეწვევიან,- ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„11 სექტემბერს სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი გაემგზავრება უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლემისთან ერთად, სადაც ისინი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს, რათა განიხილონ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ის, თუ როგორ უზრუნველყონ უკრაინის განვითარება სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული კუთხით გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.