დონალდ ტრამპი – თუ პრეზიდენტი  ჰარისი გახდება, მჯერა, ისრაელი აღარ იარსებებს

კამალა ჰარისი თუ გახდება პრეზიდენტი, ისრაელი აღარ იარსებებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ტელედებატების დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ მოხდებოდა.

„მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს არასდროს დაიწყებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი – მე ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და ოთხი წლის განმავლობაში ამის საფრთხე არ ყოფილა – არასდროს შევიდოდა უკრაინაში და არ მოკლავდა მილიონობით ადამიანს. იქ ვითარება ბევრად უარესია, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. თუმცა, როდესაც კამალა ჰარისი ისრაელს ახსნებს, ყველა ჩვენგანი ფიქრობს, მას სძულს ისრაელი. ის არც კი შეხვდა ნეთანიაჰუს, როდესაც ჩამოვიდა კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლისთვის.

თუ ჰარისი პრეზიდენტი იქნება, მჯერა, რომ დღეიდან ორ წელიწადში ისრაელი აღარ იარსებებს. მე საკმაოდ კარგად გამომდის პროგნოზების გაკეთება და ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში ვცდები. მას სძულს ისრაელი. ამავე დროს, მას სძულს არაბული მოსახლეობა, მთელი რეგიონი აფეთქდება – არაბები, ებრაელი ხალხი, ისრაელი. ისრაელი აღარ იქნება. ეს არასდროს მოხდებოდა, ირანი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას გაკოტრებული იყო. ახლა ირანს აქვს 300 მილიარდი დოლარი, რადგან მათ გააუქმეს ყველა სანქცია, რომელიც მე დავაწესე. ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, „ჰეზბოლასთვის“, მათ არ ჰქონდათ ფული ტერორისთვის, ისინი გაკოტრებულები იყვნენ. ახლა ირანი მდიდარი ქვეყანაა და ხარჯავს ამ ფულს.

მე ამას სწრაფად მოვაგვარებ და დავასრულებ რუსეთის და უკრაინის ომს. პრეზიდენტად თუ მე ამირჩევენ, ამას გავაკეთებ პრეზიდენტად დამტკიცებამდე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები