სომხეთში, ჰრაზდანის თბოელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სომხეთის უდიდესი თბოელექტროსადგურის, ჰრაზდანის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა,- ამის შესახებ TASS-ს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მაშველების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ ექვსი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რომელთაგან ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის მიზეზებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.