გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით
საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს, რადგან ერთხელ უკვე გადახედა პოზიტივის მიმართულებით, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს რამდენჯერმე მოუწია და კიდევ მოუწევს პოზიტივის მიმართულებით ეკონომიკური პროგნოზის გადახედვა, ისევე როგორც გადახედეს ეკონომიკურ პროგნოზს ქართულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციებმა. გაეროს აქვს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზირების მოდელი და ამ მოდელის საფუძველზე, სიმულაციურმა მოდელმა აჩვენა, რომ 9,3%-ც კი არის მოსალოდნელი. მთავრობა კიდევ კონსერვატიულად უყურებს-ხოლმე ამ თემას – 8%-ია. სწორედ, აი, გაეროს მსოფლიო ეკონომიკური მოდელირების საფუძველზე შექმნილი პროგნოზის თანახმად, 9,3%-ც არის მოსალოდნელი“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.