“ჩვენ ბევრი მაჩვენებლით ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე სხვადასხვა ინდიკატორის განვითარების დინამიკით” – ბითაძე

“როდესაც ევროპაზე ან უცხოელებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ყველა ერთ ქვაბში მოხარშოთ. ბუნებრივია, იქაც არიან ადამიანები, რომელიც გარკვეულ საკითხებს ლობირებენ, ლობირებენ, მათ შორის, ჩვენს რადიკალებს მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პარალელი გაავლონ ვითომ „ნაციონალურ მოძრაობა“ და მისი შენაერთები არიან ევროპული ღირებულებების მატარებლები”, – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელმაც გახსნა მოლაპარაკებები, გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობის დაწყება ევროკავშირთან, ოფიციალური სამუშაო საშუალება ევროპაში, განათლებაში უამრავი კავშირები ევროპასთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ გაკეთებული.

რამდენი ახალი კანონი გვაქვს მიღებული და იქ ვერც ერთი ოპოზიციონერის თანხმობას ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ ისინი ევროინტეგრაციის გზას მხოლოდ ეკრანებთან ღაღადებენ და მხოლოდ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, თითქოს „ქართული ოცნება“ რაიმეს აკეთებს ისეთს, რომელიც ევროინტეგრაციის გზას აზიანებს. მაშინ როდესაც, სწორედ ეს ადამიანები არიან რომლებიც მავნებლურად აფუჭებენ იმას, რასაც ქართული ოცნება ცდილობს რომ მშვიდობით მოიტანოს და დინამიკაში სწორად დაამკვიდროს ის ევროპული ღირებულებები, რომლისთვისაც შეიქმნა ევროკავშირი.

ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირი არ არსი მხოლოდ ეკრანებთან რაღაცაზე საუბარი, ევროკავშირი ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა.

ჩვენ ბევრი მაჩვენებლით ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე სხვადასხვა ინდიკატორების განვითარების დინამიკით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები