ლევან მაჭავარიანი: ამ ფულით ფინანსდება ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი, ეს პირდაპირ კეზერაშვილის სიტყვებია სწორედ ამიტომ არ აწყობთ რადიკალურ „ენჯეოებს“, რომ გასაჯაროვდეს მათი ფინანსები
ამ ფულით ფინანსდება ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი – ეს პირდაპირ ბატონი კეზერაშვილის სიტყვებია, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთ ტელევიზიას,- ამის შესახებ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დავით კეზერაშვილის ტრანსნაციონალური დანაშაული საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისვე თქმით, სწორედ ამიტომ არ უნდათ რადიკალურ „ენჯეოებს“ საკუთარი ფინანსების გასაჯაროება.
„ამ ფულით ფინანსდება ოპოზიცია და „ენჯეო“ სექტორი – ეს პირდაპირ ბატონი კეზერაშვილის სიტყვებია, როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთ ტელევიზიას. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც არ აწყობთ რადიკალურ „ენჯეოებს“, რომ გასაჯაროვდეს მათი ფინანსები და რატომ არ აწყობთ მათ გამჭვირვალობის ქართული კანონი და რატომ არ აწყობთ მათი ფინანსების დეკლარირება“, – აცხადებს მაჭავარიანი.