ლევან მაჭავარიანი: ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს და შესაბამისად, რადიკალებს არ სურთ, რომ ეს ყველაფერი გამოააშკარაონ

“კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება ოპოზიციური პარტიებიც, რადიკალური „ენჯეოებიც“, სხვადასხვა სქემით დონორ ორგანიზაციებსაც აფინანსებინებენ რადიკალურ „ენჯეოებს“ და რადიკალურ ოპოზიციას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს და რადიკალებს არ სურთ, რომ ეს ყველაფერი გამოააშკარაონ.

„ჩვენთვის ეს უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ ბატონი კეზერაშვილის მხრიდან ფინანსდება – თვითონ აქვს ეს ნათქვამი ინტერვიუში, ოპოზიციური პარტიებიც, რადიკალური „ენჯეოებიც“. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფული შემოდის საქართველოში. ამის გარდა, ის გარე ძალები, რომლებიც მფარველობენ ამ რადიკალურ ჯგუფებს, სხვადასხვა სქემით დონორ ორგანიზაციებსაც აფინანსებინებენ რადიკალურ „ენჯეოებს“, რადიკალურ ოპოზიციას. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რატომ არ სურთ ამ რადიკალებს გამჭვირვალობის ქართული კანონი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს და შესაბამისად, არ სურთ, რომ ეს ყველაფერი გამოააშკარაონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები