გივი მიქანაძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე: აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ შეხვდნენ

“აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ შეხვდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მათ შეხვდა და ღია საუბარი შედგა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ღია და პირდაპირი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ოფიციალურად, წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. ამ პერიოდში, კონკრეტული ადამიანები ჩამოდიან, პრეტენზიებს გამოთქვამენ შეხვედრებზე. აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ არ შეხვდნენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მათ შეხვდა და ჰქონდა ღია, გახსნილი საუბარი. პირდაპირ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ორმაგი სტანდარტების კრიტიკა, არის აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი მიდგომა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც რადიკალური ფრთა წარმოადგენს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები