ლევან მაჭავარიანი ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გაინაწილონ როგორც რადიკალურმა ოპოზიციამ, ისე რადიკალურმა „ენჯეოებმა“ და მათმა დონორმა ორგანიზაციებმა

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„წყალტუბოში დატრიალდა ტრაგედია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ეს ტრაგედია არის გამოწვეული იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმით, რომელსაც ეწევა რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი რადიკალური „ენჯეოები“. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ყველა ფორმით მოვუწოდებდით, რომ ასეთი ტიპის რადიკალიზმზე ჰქონოდათ რეაქციები, შეეჩერებინათ დონორ ორგანიზაციებს ისეთი ტიპის დაფინანსებები, რომელიც ხელს უწყობდა ასეთ ფაშისტურ პროპაგანდას და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. თუმცა, მათ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. მივარდნები ხდებოდა, იგეგმებოდა კამპანიები „84 ტყვია კეფაში“ და ასე შემდეგ და დონორი ორგანიზაციების მხრიდან არანაირი ნეგატიური კომენტარი არ კეთდებოდა. შესაბამისად, მათ ხელი შეუწყვეს ამ ყველაფერს და ვიზილეთ ის ტრაგედია, რაც მოხდა – ადამიანი გარდაიცვალა ასეთი ტიპის ბულინგისგან და ფაშიზმისგან. შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გაინაწილონ როგორც რადიკალურმა ოპოზიციამ, ისე რადიკალურმა „ენჯეოებმა“ და მათმა დონორმა ორგანიზაციებმა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, “იმედის“ ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრ ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები