ლევან მაჭავარიანი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე: საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად არასერიოზული იყო, „ჰელსინკის კომისიის“ განცხადება

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს გამოეხმაურა.

„საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც ჩვენ სერიოზული კომენტარებიც არ გაგვიკეთებია „ჰელსინკის კომისიის“ ჰაერიდან მოტანილ ბრალდებაზე, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ სქემაა ეს მთელს მსოფლიოში გაშლილი, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ჰელსინკის კომისიამ“ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არანაირ ფაქტზე, არანაირ არგუმენტზე დაყრდნობით გააკეთა და რაღაც ჰაერიდან მოიტანა ბრალდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული კომენტარიც არ გაგვიკეთებია. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად არასერიოზული იყო, „ჰელსინკის კომისიის“ ის განცხადება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები