არჩილ გორდულაძე: დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს

“დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და საზოგადოება საქმის კურსშია, რას ხმარდება ეს თანხები და რა ქმედებები ფინანსდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რომლითაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მედია არის წარმოდგენილი, სწორედ ამ ფულით ფინანსდება

„გამოძიებამ, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს, გამოავლინა, რომ დავით კეზერაშვილი დადასტურებულად ძარცვავს პირდაპირი მნიშვნელობით, ევროპელ პენსიონერებს და საზოგადოება საქმის კურსშია, რას ხმარდება ეს თანხები და რა ქმედებები ფინანსდება. ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რომლითაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მედია არის ხოლმე წარმოდგენილი, სწორედ ამ ფულით ფინანსდება. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები პირდაპირ უცხოური პატრონების მიერ გარკვეული დონორების მხრიდან არის ხოლმე დაფინანსებული, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩარიცხული თანხები არ შეიძლება, მოხმარდეს წინასაარჩევნო კამპანიას და პოლიტიკაში უცხო ქვეყნიდან ჩარიცხულ თანხებს არ აქვს ადგილი, განსაკუთრებით, როდესაც ეს თანხები არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანების ნაძარცვი ფული“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩაირიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები