თეა წულუკიანი: ტრაგიკულია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები არიან არა ოპონირებით დაკავებული, არამედ, ადამიანების ჩაგვრით

ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, რომ განსხვავებული აზრის მოქალაქე იქნება ეს, ხელისუფლებაში მყოფი, თუ ხელისუფლებაში არ მყოფი საზოგადოების წევრი დაჩაგრონ, მიაყენონ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაზიანება და დააყენონ თავიანთი ქმედებებით,- ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა წყალტუბოში “ქართული ოცნების” წევრის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე გააკეთა კომენტარი.

“ტრაგიკულია, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ადამიანები არიან არა ოპონირებით დაკავებული, არამედ, ადამიანების ჩაგვრით. რეალურად ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ, რომ განსხვავებული აზრის მოქალაქე იქნება ეს, ხელისუფლებაში მყოფი, თუ ხელისუფლებაში არ მყოფი საზოგადოების წევრი დაჩაგრონ, მიაყენონ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაზიანება და დააყენონ თავიანთი ქმედებებით. ის ტრაგიკული შედეგი, რაც დადგა. რა თქმა უნდა, ამას კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე ჩაჰბარდეს წარსულს და ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი პოლიტიკური გარემო,” – განაცხადა  თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები