ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპულმა საზოგადოებამ დაინახა, ვითომ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით სად შეიყვანეს საზოგადოება – სანამ ჩიხში მოვექცევით, ჯობია პრევენციული ზომები წინასწარ მივიღოთ

ევროპულმა საზოგადოებამ დაინახა, ვითომ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით სად შეიყვანეს საზოგადოება ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ საქართველოც ამ ჩიხში შევა, აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება.

„დღეს ევროპულმა საზოგადოებამ დაინახა, ვითომ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით სად შეიყვანეს საზოგადოება, ოჯახი, მოზარდი, ახალგაზრდა თაობა. მაგრამ უკან გამოსასვლელი გზები მათთვის გაცილებით უფრო რთული არის. ამიტომ, სანამ ჩვენ ამ ჩიხში მოვექცევით, ჯობია პრევენციული ზომები წინასწარ მივიღოთ. თითოეული ადამიანის უფლება ასევე იქნება დაცული“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები