გერმანიაში შოლცისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 6 სექტემბერს გერმანიაში შეხვედრას გამართავენ.

როგორც გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა პარასკევს, დღის მეორე ნახევარში, ფრანკფურტში გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ფრანკფურტის მახლობლად, ამერიკული სამხედრო ბაზა „რამშტაინის“ ტერიტორიაზე, უკრაინის დახმარების საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები