გიორგი გაბუნია – გიგიაძის გარდაცვალებაზე: ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა – სიძულვილის ენა, ერთმანეთისადმი ტალახის სროლა არის ცუდი შედეგების მომტანი და ყველაზე ნათელი მაგალითი დღეს ვიხილეთ

მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ნათესავებს, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. სიძულვილის ენა, ერთმანეთისადმი ტალახის სროლა არის ცუდი შედეგების მომტანი და ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენ დღეს ვიხილეთ, – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ იმ ადამიანის ხელმძღვანელები და პოლიტიკური ლიდერები გამოვლენ და ბოდიშს მოიხდიან. ეს ბოდიში დიდი არაფერი იქნება, მაგრამ საზოგადოების თვალში თავის რეაბილიტაცია იქნებ განახორციელონ.

ვხედავთ, რომ 12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარაა, მაგრამ მათი მიდგომები და დამოკიდებულებები არ იცვლება. ისევ ცდილობენ სიძულვილის ენით გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოა. როდესაც ქალაქსა და სოფელში ჩადიხარ და საზოგადოება არ გხვდება, ხელს არ გართმევს, არ გიღიმის, არ გესალმება, როდესაც ზედიზედ ამდენ არჩევნებს აგებ უნდა მიხვდე რომ პოლიტიკაში შენი ადგილი აღარ არიას და უნდა თქვა: უკაცრავად, მადლობა, ნახვამდის“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები