თეა წულუკიანი: სალომე ზურაბიშვილი უბრალოდ იქნება დავალებების შემსრულებელი – ხომ შეიძლება ისეთ ადამიანებზე მაინც გაკეთდეს აქცენტი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება

რბილად ვიტყვი, საქართველოში და ქართველი ხალხის თვალში მას არ აქვს საკმარისი წონა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის აზრის ფორმირებაში წვლილი შეიტანოს, რომ პროცესებს მისცეს გეზი. ის უბრალოდ იქნება დავალებების შემსრულებელი და რა დავალებასაც მიიღებს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ან გარედან, იმ დავალებას შეეცდება რომ შეასრულოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია სალომე ზურაბიშვილის როლი არჩევნების შემდეგ.

„მას [სალომე ზურაბიშვილს] რა თქმა უნდა ზიანის მცდელობები ჰქონდა, აქვს და ექნება, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ მას რაიმე სერიოზული წონა შეიძლება ჰქონდეს. მთავარი არგუმენტი, თუ რატომ ვფიქრობ ასე, არის ის, რომ ჩვენ ვუპირისპირდებით ისეთ ძალას, რომელსაც არც ხელისუფლებაში ყოფნისას და რომლის აპენდიქსი, გაიგებს ის [სალომე ზურაბიშვილი] ფრანგული იცის, არის სალომე ზურაბიშვილი.

როდესაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, მაშინაც და ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი არის რას იფიქრებენ მათზე უცხოელები. მათ ეკითხებიან აზრს და არ აინტერესებთ რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ხალხი რას იფიქრებს, მათთვის მეორეხარისხოვანია. სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკაში მყოფი პირი, მაგრამ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა. მის ნათქვამს, გადაწყვეტილებას, როლს რომ ჰქონდეს რეალურად დამაზიანებელი ეფექტი, ამისთვის საჭიროა, რომ მას ქვეყნის შიგნით ჰქონდეს შესაბამისი წონა. მეჩვენება, რომ რბილად ვიტყვი, საქართველოში და ქართველი ხალხის თვალში მას არ აქვს საკმარისი წონა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის აზრის ფორმირებაში წვლილი შეიტანოს, რომ პროცესებს მისცეს გეზი. ის უბრალოდ იქნება დავალებების შემსრულებელი და რა დავალებასაც მიიღებს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ან გარედან, იმ დავალებას შეეცდება რომ შეასრულოს.

უბრალოდ ამ გარე ძალებს მრავალი წელია საქართველოში კასტინგის პრობლემა აქვთ. ეს პრობლემა ყველასთვის პრობლემაა, რადგან გასაგებია, რომ გარე ძალებს უნდათ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა იქონიონ, ხომ შეიძლება ისეთ ადამიანებზე მაინც გაკეთდეს აქცენტი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, რომელსაც ელემენტარული ღირებულებები აქვს, რომელიც რა თქმა უნდა გარე ძალის ინტერესს გაატარებს, მაგრამ რომელთანაც საუბარს რაღაც აზრი აქვს, ან ქართველი ხალხის რაღაც სიმპათიას იმსახურებს.

დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს გარედან მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოში არავითარი წონა აქვს, ვერ ჩამოყალიბდა ის ქართველი ხალხის საყვარელ პოლიტიკოსად, მისგანვე გამომდინარე მიზეზებით. თინა ბოკუჩავას არ ვიცი ლაშა ბაქრაძის გარდა ვინ სცემს პატივს და არაერთი გვარი და სახელია კიდევ, რომელიც ვერ ფლობს იმ კალიბრს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ – ხელისუფლება ვიყოთ კიდევ უფრო უკეთესი. ეს არის ოპოზიციის ფუნქცია და ძალიან ადვილია დღეს იყო უკეთესი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები