“ტრადიცია ისტორიულად მოჰყვება საქართველოს, ამ ყველაფერში ჩარევა არის უხეში ნაბიჯი” – წილოსანი
“ტრადიცია ისტორიულად მოჰყვება საქართველოს, ამ ყველაფერში ჩარევა არის უხეში ნაბიჯი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს შიდა საქმეა, “ჩვენი სოციუმი როგორი წყობის იქნება და ოჯახური კულტურა”.
“ადამიანის უფლებები ერთ-ერთი პრიორიტეტია იმასთან ერთად, რომ ოჯახური ღირებულებები დაიცვას საქართველომ და სახელმწიფომ. ამასთანავე, ძალიან სამწუხაროა, რომ ევრო სტრუქტურებიდან თვლიან, რომ ოჯახი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ჩვენი შიდა საქმეა ჩვენი სოციუმი როგორი წყობის იქნება და ოჯახური კულტურა, ტრადიცია ისტორიულად მოჰყვება საქართველოს, ამ ყველაფერში ჩარევა არის უხეში ნაბიჯი“, – აღნიშნა წილოსანმა.