ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ემზადებიან წაგებული არჩევნების დელეგიტიმაციისთვის
„დღესაც, თუ დავაკვირდებით, უკვე ემზადებიან არა არჩევნებზე შედეგის დადებისთვის, არამედ წაგებული არჩევნების დელეგიტიმაციისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ არჩევნები არ ჩატარდა სამართლიან პირობებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ვხედავთ მათ განცხადებებსაც, სადაც უკვე დაწყებული აქვთ არჩევნების დისკრედიტაციის კამპანია. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკაა, რომელსაც ისინი თანმიმდევრულად მიჰყვებიან. ჩვენ ვნახეთ ყველა მათი ტრენინგი, სადაც სწორედ რევოლუციისთვის ამზადებდნენ ახალგაზრდებს“, – აცხადებს ქადაგიშვილი.