„ნაციონალური მოძრაობა“კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს” – თალაკვაძე
„ნაციონალური მოძრაობა“კლავდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და კლავს ახლაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატი წყალტუბოში “ქართული ოცნების” წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში რჩება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის სტილიც, დამოკიდებულებაც, აზროვნებად მთლიანად არის მიმართული აქეთ – როგორ შეავიწროონ ადამიანები, როგორ გააკეთონ ზიზღის და სიძულვილის კამპანია და როგორ დაესხან თავს ნებისმიერს, ვინც არ ჯდება მათ დღის წესრიგში და არ არის მათი ხაზის გამტარებელი. ამას რასაკვირველია, სჭირდება ძალიან მკაცრი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ასევე, სჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“, – განაცხადა თალაკვაძემ