მდინარაძე – ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე: ასეთი კანონები უნდა მივიღოთ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები
“ასეთი კანონები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი კიდევ ერთხელ შეაფასა.
“რეალურად, ყველა მათგანმა – „ნაცმოძრაობის“ კლასტერმა, აგენტურული ოპოზიციის მთლიანმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭერენ მხარს – წინასწარ ვიცით და ქართლი საზოგადოებისგან მათ შორის ამისთვის ვითხოვთ ლეგიტიმაციას სხვა საკითხებთან ერთად, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის თანამედროვე „ტრენდული“ დაავადება, პროპაგანდა, რომელმაც შეიძლება სულ 2-3 თაობაში მოახერხოს ის, რაც ვერცერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.