აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი წარდგება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილს წარადგენს.

მგალობლიშვილი წარმოშობით სოხუმელია, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და საქართველოს პარლამენტის წევრი 2016 წლიდან. ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ჯემალ გამახარიას და დეპუტატებს უკვე შეხვდა.

რუსლან აბაშიძემ, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ დილით გააკეთა.

აბაშიძეს გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული მშვიდობიანი პოლიტიკითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით ქვეყნის დეოკუპაციის, მშვიდობიანი განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საერთო მიზანი განხორციელდება.

ახალი თავმჯდომარე, კანონის მიხედვით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები