“ნურავის წაუცდება ხელი და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების განხორციელების მიზნით ნუ შეეცდება დავალების შესრულების ჭრილში რაიმე კრიმინალური ქმედების ჩადენას” – მათიკაშვილი
„ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ შესაძლო ტერაქტის განხორციელების ფაქტზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ყველა მიმართულებით სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურები მზად არიან, რომ დაიცვან საზოგადოება რადიკალიზაციისგან.
“ნურავის წაუცდება ხელი და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების განხორციელების მიზნით ნუ შეეცდება დავალების შესრულების ჭრილში რაიმე მსგავსი რადიკალიზმის და კრიმინალური ქმედების ჩადენას“, – განმარტა მათიკაშვილმა.