ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, ამიტომ, გვსურს მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ გზა გავიაროთ ყველამ ერთად

ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ გზა გავიაროთ ყველამ ერთად.

„ახალგაზრდობით სავსეა „თეატრის ბაღი“. გახარებულია გორის მოსახლეობა. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას. ამიტომ, გვსურს მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ გზა გავიაროთ ყველამ ერთად.

ქართველებმა კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელს მსოფლიოს ჩვენი არჩევანი.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომავალი ორი თვე, წინასაარჩევნო პერიოდი. 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს, თუ რას ნიშნავს ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ხინჩეგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორსა და გარდაბანში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები