“რაც გუშინ ლაშა ბაქრაძემ განაცხადა,  იყო პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკაცია” – მათიკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წამოსულმა ასეთმა ფრაზამ საზოგადოებაში დიდი განცვიფრება არ გამოიწვია, მაგრამ ისეთი ოჯახიდან, საიდანაც ლაშა ბაქრაძე ბრძანდება და ვისი შვილიც არის და იმ სივრციდან, სადაც ინტელექტსა და წიგნიერებაზე არის საუბარი, მსგავსი უხამსობის, მდაბიო, საძაგელი განცხადების მოსმენა რა თქმა უნდა გასაკვირვებელი იყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, “კიდევ უარესია ის, რომ ამ ყველაფერს არა წამოცდენას, არამედ ფაქტობრივად მიზანმიმართულს უწოდებს”.

“მეორე მხრივ, რაც გუშინ ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით პროვოკაცია. ამიტომ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ამ უხამსობას მხოლოდ სამართლებრივი, ვერბალური პასუხი გასცეს და არ იყოს ძალადობისკენ მიდრეკილი ქმედებები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გაჟღერება ლაშა ბაქრაძეს დაევალა“, – აღნიშნა  მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები