“ლაშა ბაქრაძის განცხადება არ მომეწონა; იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები” – ხვიჩია
“ლაშა ბაქრაძის განცხადება არ მომეწონა; იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები”, – ასე აფასებს პარტია “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია “ნაცმოძრაობის” წევრის, ლაშა ბაქრაძის მიერ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას.
„ვერ მივხვდი, მისი განცხადება რა კონტექსტში იყო ნათქვამი – ჩემი უხმარი სახეები და სხვისი ნახმარი სახეები, არც მის მხარეს აძლევს მაინც და მაინც კარგ დახასიათებას. იშვიათია, ახალშემოსულმა ასე უცებ აითვისოს ქართულ პოლიტიკაში არსებული ტრადიციები და განახორციელოს. მას ეს განცხადება ბევრ საპასუხო გინებას მისცემს „ქოცებისგან“, მაგრამ ხომ უნდა შეეჩვიოს, თუ პარლამენტში აპირებს შემოსვლას. სჯობს, მანამდეც ჰქონდეს ყური შეჩვეული. ამიტომ, შეიძლება, ეს გახურებაცაა. „ნაცმოძრაობა“ სხვა რამეა, იქ ვიღაცას შეურაცხყოფა აუცილებლად უნდა მიაყენო და, როგორც ჩანს, ეს გზა აირჩია“, – ამბობს ხვიჩია.