“ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს, მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს” – ხვიჩია

“ლელოს“ ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს, მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

„ლელო“ ხვდება, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად ახალ-ახალი სახეებია საჭირო. იგივე პრობლემა აქვს გახარიებსაც და მიკვირს, ეს პარტიები შორს რომ იყურებიან, გარე-გარე, ჯერ ერთმანეთს შეხედონ, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და პოლიტიკაშიც ერთმანეთის გამო არიან. „ლელოს”  ფული აქვს და შეუძლია, ცნობადი სახეები მიიზიდოს. ბევრი ხალხია გასაერთიანებელი და „ლელო“-ს ფულს ბევრი შეუძლია. მარგველაშვილს „ლელო“ აძლევს ფულს, შეიძლება, ცოდნაც მისცეს“, – განმარტავს ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები