“პრემიერის სწორი შეფასება იყო, „ლელო“ არის ნულოვანი რეიტინგების შეკრების წერტილი” – ქადაგიშვილი
“პრემიერ-მინისტრის სწორი შეფასება იყო, „ლელო“ არის ნულოვანი რეიტინგების შეკრების წერტილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი „ლელოსთან“ შესაძლო გაერთიანება შეაფასა და აღნიშნა, რომ გაერთიანებას “მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება, ჰქონდეს, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ თქვას, ამჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად შედეგებს ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებსო”.
“ამას ერთი სარგებელი ექნება, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რაც შეიძლება მეტი ხმაურისა და საერთაშორისო რეზონანსის გამოსაწვევად თქვან, რომ არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი, არამედ ყოფილი პრეზიდენტიც აპროტესტებს. „ლელოსთან“ მარგველაშვილის მიწებებას პოლიტიკურად შეიძლება მხოლოდ ეს მიზანი ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.