“ნაცმოძრაობის“ სიძულვილის ენა სწორი არ არის, მაგრამ ის ერთადერთია, რაც მათ დარჩენიათ” – ქადაგიშვილი
„დღეს თუ ვინმემ სახე დაკარგა, აკაკი ბაქრაძის შვილმა დაკარგა”, – ასე შეაფასა მმართველი გუნდია წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადება, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
“ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის მამამისის ხსოვნის მიმართ. „ნაცმოძრაობის“ სიძულვილის ენა სწორი არ არის, მაგრამ ის ერთადერთია, რაც მათ დარჩენიათ – სიძულვილის ენა, თავდასხმა ადამიანებსა და სახელმწიფოზე. ეს ის სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიც „ნაცმოძრაობა“ თავისივე ქმედებების გამო აღმოჩნდა”, – აღნიშნა დეპუტატმა.