“IFEED- ს ჩვენ იქით უნდა დავაკვირდეთ, რაღაც სიგიჟეები არ გააკეთოს კიდევ ერთხელ და ხალხი არ მოატყუოს” – მდინარაძე

“IFEED- ს ჩვენ იქით უნდა დავაკვირდეთ, რაღაც სიგიჟეები არ გააკეთოს კიდევ ერთხელ და ხალხი არ მოატყუოს, როგორც 2020 წელს მოატყუეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, “IFEED ერთადერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა”.

“ესენი [“ქართულ ოცნების“  შემომწირველები] არიან მატერიალური შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ძალიან არ უნდათ, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და თუკი რაიმე საშუალება აქვთ, მმართველ პარტიას თანხებს სწირავენ იმისთვის, რომ რეკეტი, სიბნელე, დაყაჩაღება, მათი ბიზნესების ღამე გადაფორმება და „ჩუქება“ ძალით არ მოხდეს, როგორც ეს ხდებოდა,“ – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები