“ხანძარი კონტროლირებადია და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები” – ლევან მუსელიანი

“მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის კერების გავრცელების აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა.

მუსელიანის თქმით, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენთან ერთად, სამუშაოებში ჩართული არიან დაცული ტერიტორიების რეინჯერები.

“ხანძრის კერამდე გზის გაყვანა ვერ ხერხდება რელიეფიდან გამომდინარე, რადგან კლდიანი რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს უწევთ ფეხით გადაადგილება. სახანძრო სამაშველო ტრანსპორტი ვერ მიდის კერებამდე და მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერებს აქტიურად ამუშავებენ ვერტმფრენების დახმარებით.

ხანძარი გავრცელებული არის დაახლოებით ერთ ჰექტარზე. ხანძარი ქვედა საფარზეა გავრცელებული. გავრცელების საშიშროება არ არსებობს, ხანძარი კონტროლირებადია და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები”, – განმარტავს მუსელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები