ვალუტის კურსის როლი ეკონომიკური სტაბილურობისთვის
ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაში ვალუტის კურსი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. პროცესები, რაც გლობალურ ჭრილში ხდება, თითქმის ყოველთვის ადგილობრივ ეკონომიკებზეც აისახება. ვალუტა საუკეთესო კურსით შეგიძლიათ დააკონვერტიროთ საიტზე – mbc.com.ge/
ეკონომიკური არასტაბილურობა იწვევს ვალუტის ღირებულების ცვლილებას. აქედან გამომდინარე, მთავრობები და ცენტრალური ბანკები აქტიურად აკვირდებიან ვალუტის გაცვლით კურსებს – ცდილობენ ვალუტების დასტაბილურებას და ამ გზით, ეკონომიკური მიზნების მიღწევის ხელშეწყობას.
ისეთ ქვეყნებში, სადაც ვალუტის კურსი სტაბილური და ზრდადია, მეტი ინვესტიცია შეედინება. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას.
თუ ქვეყანა ვერ ახერხებს ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას, ინვესტიციებიც იკლებს, ვალუტა უფასურდება და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ხელი ეშლება.
ინფლაციის თავიდან ასარიდებლად და ეკონომიკური სტაბილურობის გასაკონტროლებლად, ცენტრალური ბანკები ხშირად იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს. საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გაცვლით კურსზე.
მაღალი საპროცენტო განაკვეთი იზიდავს უცხოურ კაპიტალს, ზრდის მოთხოვნას ვალუტაზე და იწვევს მის გამყარებას.
ქვეყნის სავალუტო რეზერვების დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალუტის სტაბილიზაციის უნარზე. ვალუტის არასტაბილურობის დროს, ნებისმიერ ქვეყანას ვალუტის მხარდასაჭერად ან სავალუტო ბაზარზე ჩარევისთვის შეუძლიასავალუტო რეზერვები გამოიყენოს. .
როგორი გაცვლითი კურსი მოქმედებს საქართველოში
საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი.
მცურავი გაცვლითი კურსი არის ერთი ქვეყნის ვალუტის სხვა ქვეყნის ვალუტასთან კურსის დადგენის თავისუფალი რეჟიმი. ვალუტის გაცვლითი კურსი, სავალუტო ბაზარზე ვალუტების ყიდვა-გაყიდვით დგინდება.
მცურავი გაცვლითი კურსი ფიქსირებული არ არის და ყოველთვის ცვალებადია. სწორედ, ეს არის მიზეზი, რის გამოც მას მცურავს უწოდებენ.
მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. საქართველოში არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.
მცურავი გაცვლითი კურსი იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსი აშშ დოლარის, ევროს და სხვა ვალუტების მიმართ ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს.
თუ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება, ამ დროს აშშ დოლარის კურსი მცირდება და ლარი მყარდება, ხოლო თუ მცირდება – ლარი უფასურდება. ამ პროცესებზე გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, უცხოური ინვესტიციები და სხვა.
მცურავი გაცვლითი კურსის უპირატესობები
მცურავი გაცვლითი კურსის სისტემა მეტად მოქნილია ეკონომიკურ ცვლილებებთან მიმართებაში:
• თუ ქვეყანაში ექსპორტი იზრდება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნაც იმატებს და ლარი მყარდება.
• თუ ქვეყანაში ფიქსირდება ექსპორტის შემცირება ან იმპორტის ზრდა, ვალუტაზე მოთხოვნაც მცირდება. ეს იწვევს ვალუტის გაუფასურებას.
• მცურავი გაცვლითი კურსის ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია შეზღუდვის გარეშე.
• მცურავი გაცვლითი კურსისთვის ცენტრალურ ბანკებს არ სჭირდებათ უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით რეზერვების შექმნა.