წილოსანი – ლაშა ბაქრაძეზე: ჩემზე უკეთ პასუხს ქართველი ამომრჩეველი გასცემს 26 ოქტომბერს
„მას შეუძლია, რომ სამაგალითოდ დაახასიათოს, მაგალითად, თინა ბოკუჩავა, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დადის კარდაკარ დასავლეთში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლაშა ბაქრაძის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილის “ემოციური მძევალია”.
“თამარ კორძაია შეუძლია სამაგალითოდ დაახასიათოს, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ სიითა და კოალიციით შემოვიდა პარლამენტში, შემდგომში კი საკუთარი პოლიტიკური ადგილის საპოვნელად „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი სიამაყით შეუერთდა. ლაშა ბაქრაძისთვის სამაგალითო არის სოფო ჯაფარიძე, რომელიც „ღიმილიანი საქართველოს“ ერთ-ერთი შემოქმედია, რომელმაც კბილები დააძრო მოხუცებს და ასე დატოვა. ჩემზე უკეთ პასუხს ქართველი ამომრჩეველი გასცემს 26 ოქტომბერს“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა.