ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვკრძალავთ მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდას ჩვენი მომავალი თაობისთვის

,,ჩვენ ვკრძალავთ მხოლოდ და მხოლოდ ლგბტ პროპაგანდას ჩვენი მომავალი თაობისთვის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან ადამიანის უფლებები მაქსიმალურ დონეზეა დაცული.

„ყველა ძალიან ნათლად აფასებს და ძალიან ნათლად ხედავს თუ რამხელა გამოწვევებია ამ ლგბტ პროპაგანდის კუთხით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ჩვენი ოპოზიცია აპელირებს, რომ ადამიანის უფლებებს ვეხებით. პირიქით, მათი უფლებები უმაღლეს დონეზე არის დაცული და ზოგადად, 2012 წლიდან ადამიანის უფლებები მაქსიმალურ დონეზე არის დაცული. ჩვენ ვკრძალავთ მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას ჩვენი მომავალი თაობისთვის“, – აცხადებს კირცხალია.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები