დღეს პარლამენტში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება
დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებს.
კანონი მათ შორის არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთა შვილად აყვანა და სქესის შეცვლის ოპერაციები.
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
მმართველი გუნდისთვის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა სწორედ ის ერთ-ერთი საკითხია, რატომაც „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს.