კამერული მუსიკის საღამო გაიმართება

8 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კამერული მუსიკის საღამო გაიმართება. კონსერვატორიის ინფორმაციით, საღამო ეძღვნება ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილეს
მონაწილეობს: ავსტრიის კამერული ორკესტრი „არპეჯიონე” – დირიჟორი – ნურჰან არმანი (კანადა);
სოლისტები: ელისო გოგიბედაშვილი (ავსტრია), ვიოლინო; ქრისტოფ ჰარტმანი (გერმანია), ჰობოი;
მხატვრული ხელმძღვანელი: ირაკლი გოგიბედაშვილი
პროექტი ტარდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით; პროექტის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები