„გამოწვევები საქართველოს ენერგოსექტორში და მდგრადი განვითარება“ – “შერატონ მეტეხი პალასში“ კონფერენცია გაიმართება

სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველო“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდი საერთაშორისო კონფერენციას : „გამოწვევები საქართველოს ენერგ-სექტორში და მდგრადი განვითარება“ გამართავს. როგორც “კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციის მიზანია საქართველოს ენერგოსექტორის პრობლემების შეფასება და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, ქვეყნის ენერგობალანსში განახლებადი ენერგიების წილის ზრდისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. კონფერენციას დაესწრებიან ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოსადგილე მარიამ ვალიშვილი, ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ქალაქის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს“ მიერ, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის“ თანამშრომლობით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები