„რთვლის შედეგად 104 ათასი ტონა ყურძენი არის რეალიზებული“
საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კახეთში რთვლის შედეგად უკვე 104 ათასი ტონა ყურძენი არის რეალიზებული.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია რთვლის წარმატებულად მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უკვე რეალიზებულია დაახლოებით 148 მილიონი ლარის ღირებულების ყურძენი.
“ეს არის ნამდვილად სასიამოვნო ინფორმაცია და მინდა, მოსახლეობას ვაცნობო ამის თაობაზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.