საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ლატვიის სასულიერო მუსიკის რიგით 27-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ლატვიის სასულიერო მუსიკის რიგით 27-ე საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავრცელებს.
საგუნდო კაპელა ფესტივალის ფარგლებში ორ კონცერტს გამართავს:
6 სექტემბერს ულბროკის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში
7 სექტემბერს კი – რიგის წმინდა პეტრეს სახელობის კათედრალში.
ქორმაისტერ არჩილ უშვერიძის დირიჟორობით შესრულდება ქართველი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ქართული საგუნდო მუსიკა.
ფესტივალში, ასევე, მონაწილეობენ: ლატვიის სახელმწიფო აკადემიურ გუნდი, მარის სირმაისის ხელმძღვანელობითა და ლატვიის სახელმწიფო კამერული ორკესტრის თანხლებით, ესტონეთის მამაკაცთა ეროვნულ გუნდი.
დაწვრილებით ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ: https://sgmf.lv/
ვრცლად კაპელის შესახებ: http://www.kmc.ge/?lan=1&pg=st&st=7

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები