იმედა ნიკურაძე: სიყალბეს უნდა დავუპირისპიროთ ოჯახის, ეკლესიის და სახელმწიფოს შეთანხმებული მოქმედებები, რაც მოიტანს სასურველ შედეგებს და რომლითაც ვიამაყებთ ერიც და ბერიც

ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა! ოჯახური კულტურა ეს არის ის საძირკველი, რაზედაც დაშენებულია ეროვნული ფასეულობების ერთობლიობა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში იცავდა ,,ოჯახის ინსტიტუტს“ და სწორედ ეს იყო მისი, როგორც ერის უმთავრესი ფუნქცია და მისია, ამას ეწირებოდნენ ერის საუკეთესო შვილები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა იმედა ნიკურაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მსოფლიოში გამეფებული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტ პროპაგანდა, მისი მავნე შედეგებით, აშკარად საფრთხეს უქმნის ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს, რაც საგანგაშოა.

„ლგბტ იდეოლოგიას სურს ოჯახი მხოლოდ ფიზიკურ ფართად აქციოს და არა იმ სულიერ განძად, რაც ჩვენი ისტორიის, ჩვენი იდენტობის სახეა. ქართველ ერს, რომელსაც უამრავი ჩასაფრებული ხილული თუ უხილავი მტერი ჰყავს, ყველაზე მეტად სჭირდება ასეთი მაღალზნეობრივი სულისკვეთების მქონე სამართლებრივი აქტით მხარდაჭერა, როგორიცაა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონპროექტი. ამ იდეოლოგიურ ბრძოლაშიც ერთარსია ქართული ეკლესია და ქართველი ერი! ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის ქადაგება უმნიშვნელოვანეს ელემენტად უნდა ვაქციოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება“, – განაცხადა იმედა ნიკურაძემ.

მისივე განცხადებით, სამყარო მოიცვა ღირებულებათა ომებმა, რომელიც ბევრად უფრო სასტიკია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტიპის დაპირისპირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები