ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სტიქიის ზონაში ჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სტიქიის ზონაში, აჭარასა და გურიაში ჩავა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გართულებები მოსალოდნელი არ არის. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს.
“ჩემი დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, მობილიზებულია ყველა სამინისტროს თანამშრომელი, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრები და მათი მოადგილეები, სახელმწფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად ადგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა, 22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2000-მდე თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 94 ეკიპაჟი, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ORgixg4EUyA” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები