საქართველოში „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ”კანონი ამოქმედდება
საქართველოში „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ”კანონი ამოქმედდება.
ამის შესახებ პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ, საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნა. საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებენ.