სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟე ქსელი წესრიგდება

სოფელ გვიმბალაურში სადრენაჟე ქსელი წესრიგდება, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს.

„შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 5,3 კმ სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.

სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგება აგროწარმოების შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე სისტემის აღდგენითი სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები