იულია ჩადუნელის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

3 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იულია ჩადუნელის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, იულია ჩადუნელი – პროდიაშვილი დაიბადა მხატვარ ვიქტორ პროდიაშვილის ოჯახში. არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მისი ნამუშევრები არის პირად კოლექციებში – საქართველოში, აშშ-ში, საბერძნეთში, რუსეთში, ბელგიაში და ასევე – საქართველოს ლ. ცუცქირიძის სახელობის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზეთის ფერწერა და გრაფიკა, მათ შორის ნამუშევრები პირად კოლექციებიდან.
გამოფენის თარიღები – 3,4,5 სექტემბერი.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები